03:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 16:35:25, 995 ნახვა

საზოგადოება
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ქეთი ჩაჩავამ 2016 წლის ანგარიში წარადგინა.

როგორც ჩაჩავამ აღნიშნა, 2016 წელს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პარტნიორობით 550-მდე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

„ძალიან აქტიური წელი იყო. თბილისში 130-მდე, ხოლო რეგიონში 420-მდე ღონისძიება გაიმართა.  შედეგად, წელს 20 600-მდე ადამიანი მოვიცავით, ხოლო სხვადასხვა მედიაპროექტის მეშვეობით, მოქალაქეების დიდ ნაწილამდე მივიტანეთ ინფორმაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის, მიმდინარე მნიშნელოვანი რეფორმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას-ანტიდასავლური პროპაგანდის მეშვეობით გავრცელებული მითებისა და დეზინფორმაციის სანდო ინფორმაციით გაქარწყლება წარმოადგენდა“,-განაცხადა ჩაჩავამ.

ჩაჩავამ მოწვეულ სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ესაუბრა და ასევე 2017 წლის პრიორიტეტები გააცნო.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics