03:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 16:25:53, 966 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი IFC- ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია, გააფართოოს საქმიანობა საქართველოში–ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ტომაშ ტელმას შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა   საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები  და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას.

ტომაშ ტელმას განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი საინვესტიციო პოტენციალი,

რაც აისახა კიდეც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებულ კვლევაში "ბიზნესის წარმოება" (Doing Business).

 მისივე თქმით, კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა IFC-ის წარმომადგენლებს  საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი გააცნო,  რომლის მიზანია ქვეყნის სწრაფი განვითარება, მათ შორის  ეკონომიკური ზრდის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის სტიმულირების კუთხით.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხებზე და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე.

  გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მისასალმებელია კერძო–საჯარო თანამშრომლობის (PPP) სფეროში  IFC-ის ჩართულობა, როგორც ინვესტირების, ასევე ტექნიკური/საკონსულტაციო მიმართულებით.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან, პირველი ვიცე–პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics