03:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 12:01:48, 1088 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გასული წლის მოკლე ანგარიში წარადგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპბულიკის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა, სადაც დახმარების ცალკეულ ასპექტებზე, გამოწვევებზე, რისკებსა და პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ასევე, ქეთევან ბაკარაძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს შეეხო.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების დინამიკა ზრდადია და 2016 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 3920 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, მაშინ, როცა წინა წელს ეს რიცხვი 2869-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც მიიღეს და მათი რიცხვი ათ პროცენტს აღემატება.

მინისტრის განცხადებით, საკმაოდ გაიზარდა ასევე გასვლითი პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების რაოდენობა.

სხდომის დასასრულს  დისკუსია გაიმართა, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

შეხვედრის მონაწილეები პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის წინადადებით, გადაწყდა, რომ წარმოქნილი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად კომიტეტთან სამუშაო ჯგუფს შექმნიან და ეს თემა კომიტეტის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

”დღევანდელი მოსმენის ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ შეგვეფასებინა დღეს არსებული მდგომარეობა. განგვესაზღვრა, თუ რა შეგვიძლია და რითი გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამემამულეების ყოფა, როგორ გავხადოთ უფრო ქმედითი მათთვის სამედიცინო დახმარების მექანიზმები. ამ მიზნით იქმნება კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics