01:28 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 17:29:12, 1181 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური მზადაა, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმაროს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, „ბავშვთა სამყაროს" შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად  დაზარალებულებს  საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას დახმარება გაუწიოს.

 დაზარალებულ მეწარმეთა დასახმარებლად და მათი საჭიროებების გასაცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლევან დგებუაძის განცხადებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, გათვალისწინებული იყოს თითოეული დაზარალებული მეწარმის ინტერესები და მათ არ შეექმნათ სირთულეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics