23:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 17:27:13, 1055 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ უფროსკლასელებთან შეხვედრები გრძელდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეები სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგო სისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

როგორც სსე-ში აცხადებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

უფროსკლასელებთან შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics