11:29 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 11:08:24, 1541 ნახვა

პოლიტიკა
მაკკეინი: სიტყვებით ვერ აღვწერ თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ვიმყოფები

 „სიტყვებით ვერ აღვწერ თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვიმყოფები“,-ამის შესახებ ტექნოპარკში ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა.

მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით საქართველოს ეკონომიკის მომავალს საფუძველი ეყრება.

"დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, რომ აშკარაა ერთი ფაქტი - თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ,"-განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები– ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი  და  ემი კლობუჩარი   თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics