11:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 21:27:53, 1232 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში

4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მას არასდროს უთქვამს, რომ ქვეყანაში მანამდე ყველაფერი ცუდი იყო, მისი თქმით, იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი "ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა". პრემიერის შეფასებით, ქვეყანაში თავისუფლების თვალსაზრისით, დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.

"ვფიქრობ, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. რამდენიც არ უნდა იყო იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად იყო ქვეყანაში, რა თქმა უნდ, ისინი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ვცხოვრობდით, ყველამ ვიცით განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ რა სიტუაცია იყო ადამიანის უფლებების, იგივე მედია თავისუფლების თვალსაზრისით, ქონების, საკუთრების უფლების დარღვევის თვალსაზრისით, იგივე ადამიანების ჯანდაცვის მდგომარეობის კუთხით.  ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში. დღეს მე ვფიქრობ, რომ არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. მე არასოდეს მითქვამს, რომ ქვეყანაში მანამდე იყო ყველაფერი ცუდი, იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ეს ცვილებები რომ არ მომხდარიყო, ტოვებდნენ ქვეყანას”, -განაცხადა კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics