2016-12-26 12:56:49, 1014 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორე საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და მას მკურნალობა საპატრიარქოში უტარდება.
ცნობისთვის, პატრიარქი 25 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარაში საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
მკურნალი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქს აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან