|
2026-05-01 21:41:51, 6785 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
1-ელი მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად, დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს, როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და მისგან უფლების მიღება დასჭირდება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული კანონი ქართული სოფლის მეურნეობის განადგურებას ემსახურება. „1-ელი მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად: დღეიდან გლეხებს ეკრძალებათ ვაზის გაშენება საკუთარ მიწაზე „ხელისუფლების ნებართვის გარეშე” და მასზე მოყვანილ ყურძნისა თუ დაყენებულ ღვინის გაყიდვაზე. ანუ დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს, როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. ეს კანონი პირდაპირ ქართული სოფლის მეურნეობის განადგურებას ემსახურება და გლეხების გაქრობას თუ ქვეყნიდან წასვლას!” - წერს ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)