|
2016-12-24 12:27:19, 1134 ნახვა
საზოგადოება
ფოთის პორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს
ბოლო დღეებში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკონტეინერო გემების უმრავლესობის მიღება და 24 საათიან რეჟიმში, შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობის ნავსადგურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ პორტში არსებულ მდგომარეობას. მათი ინფორმაციით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, პორტში შესვლას ელოდებოდა მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი, რომლის მიღებასაც პორტი შეძლებს დამუშავების პროცესში მყოფი სხვა გემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ. ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან ამოღებული და გადატანილია 12685 კუბ.მ გრუნტი.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)