09:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 19:37:49, 1113 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე  ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პლატფორმის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს გააცნეს მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებას.

სახალხო დამცველი და პლატფორმის მონაწილე ორგანიზაციათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების თაობაზე.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადეს  პლატფორმასთან აქტიური თანამშრომლობის და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით აქტიური მოღვაწეობის გამო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics