|
2016-12-22 13:52:10, 980 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი პოლონეთიდან დაბრუნებულ მედიკოსებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მისნიტრი ზაალ მიქელაძე ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს იმ ექიმებს შეხვდა, რომლებიც პოლონეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდნენ. მინისტრი, მედიკოსების პოლონეთში მიღებული გამოცდილებით დაინტერესდა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა. შეხვედრას, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი მახარაძე და ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში ესწრებოდნენ. „ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის სამედიცინო პერსონალის ევროპის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გადამზადებას. ეს პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენი მიზანია ვუპასუხოთ იმ ყველა გამოწვევას, რასაც მოითხოვს ჯანდაცვის თანამედროვე სისტემა. მოგეხსნებათ, რომ მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი, 170 საწოლზე გათვლილი კლინიკის შენობის მეშნებლობა, რომელიც იქნება ინოვაციებზე ორიენტირებული“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ. გადამზადების პროგრამის ფარგლებში, თერაპევტი/გადაუდებელი მედიცინის ექიმი - ქეთი მაკარიძე, ქირურგები - ეთერ იფშირაძე და ამირან მახარაძე, ანასტეზიოლოგ/რეანიმატოლოგები - რუსუდან ფარტენაძე და ირაკლი ჯანაშია, ასევე მედდები - ინგა იაკობაძე და მაია გურგენიძე, ქ. მილიჩის საავადმყოფოში სამედიცინო სტაჟირებას ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის უცხოეთში სტაჟირება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფისის ორგანიზებით განხორციელდება. ავტონომიურ რესპუბლიკასა და სავოევოდოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს შედგა, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის სამი თანამშრომლის ვიზიტი ქ. კატოვიცეში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრიში, სადაც მათ სპეციალიზებული სატრენინგო კურსი ჩაუტარდათ. ამავე კლინიკაში წარმატებით განხორციელდა ონკოლოგიური ცენტრის კიდევ ორი თანამშრომლის სპეციალიზირებული ტრენინგ კურსი რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში. 2014 წელს, ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით იმყოფებოდა პოლონელი რეაბილიტოლოგი. ამავე წელს ექიმ-რევმატოლოგმა ნერიმან ცინცაძემ და იმუნოლოგმა ლეილა ახვლედიანმა სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ ორკვირიანი კურსი გაიარეს და მათი გამოცდილება გაიზიარეს. უფრო ადრე პოლონეთის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში, სტაჟირების კურსი, ასევე, გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მომავალ წელს კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ვიზიტი ბათუმში. 2013 წლიდან დღემდე აჭარიდან უცხოეთში სხვადასხვა მიმართულებით 22 ექიმი გადამზადდა.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)