05:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 19:30:26, 1146 ნახვა

საზოგადოება
ელისაშვილი ნარმანიას: „სითი პარკის“ საკითხი აისხლიტეთ და საკრებულოს გარინჩას პასივით მოგვიგდეთ

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს საკრებულოში „სითი პარკთან“ დაკავშირებით.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მერიამ „სითი პარკის“ საკითხი საკრებულოს  „გარინჩას პასივით მიუგდო“.

„გადაწყვეტილების მიღების უნარზე ვლაპარაკობთ, რომ აისხლიტეთ „სითი პარკის“ საკითხი ორწელიწადნახევრის თავზე და მოგვიგდეთ აქ გარინჩას პასივით. რა ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს საკრებულოში? რაზე უნდა ვიმსჯელოთ? რომ სითი პარკი ცუდია?! „ძალიან ცუდია „სითი პარკი“- სახელმწიფოებრივ თავისუფლებზე არ გვაქვს  ისეთი კონსენსუსი, როგორც „სითი პარკთან“  დაკავშირებით. თქვენ ხართ თბილისის მერი, მიხაროდა რომ ზუგდიდელი კაცი ავირჩიეთ, რადგან  ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი ამბიცია და მოტივაცია  გექნებოდათ, რომ უფრო მაგარი ხნული გაგევლოთ  და უკან მოსახედი გქონოდათ. საშინელება გააფორმა მამუკა ახვლედიანმა, მაგრამ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. „სითი პარკის“  წასვლას ახლავს რისკები, უნდა დაითვალოთ ეს რისკები და მათი პრევენცია უნდა მოხდეს, ამისთვის ხართ თბილისის მერი, ვიღაც „სტაინშიკი“  ვერ გააუქმებს მას. თქვენ ან გადადექით და გვიმალვათ და ამიტომ ვერ იღებთ „სითი პარკზე“  გადაწყვეტილებას, ან საკუთარ თავს ემალებით, ან არ იცით რა უფლებამოსილებით ხართ არჩეული“, - მიმართა ალეკო ელისაშვილმა დავით ნარმანიას.

დავით ნარმანიამ ელისაშვილს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ „სითი პარკს“  ხელშეკრულება ვერ გაუწყვიტეს იმის გამო, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ კომპანიისთვის გადასახდელი 25 მილიონი ლარი ამ ეტაპზე  2017 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული არ აქვთ.

„ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება. 25 მილიონი 25 თეთრი არ არის“,- დასძინა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics