|
2016-12-14 16:36:35, 985 ნახვა
საზოგადოება
პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს' ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გრიპის სიმპტომის მოტივით შესული გამოძახებები 112-დან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მისამართდება. 24-საათიან სამუშაო რეჟიმში თბილისის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის 4 ცენტრი მუშაობს. ახალი პროტოკოლი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განსატვირთად წუხელ ამოქმედდა. ამ დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. #57), კლინიკა „მედკაპიტალის“ გლდანის (გამარჯვების ქ. #1), საბურთალოსა (გამრეკელის ქ. #19) და სამგორის (მოსკოვის გამზირი, კვ. 4, კორპ. 3) რაიონული ფილიალები ფუნქციონირებს. უწყების ინფორმაციით, ოჯახის ექიმები პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას და ადგილზე სამედიცინო მომსახურებას უწევენ. საჭიროების შემთხვევაში კი ბინაზე გადიან. მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული გაეცნო.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)