02:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 18:57:49, 1690 ნახვა

საზოგადოება
ბერძული: პროტოკოლის თანახმად, 112-ში ტრიაჟი მოხდება იმ ზარებზე, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებენ

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტების წარმომადგენლებთან და ასევე 112-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით ამოქმედდება ოთხი სამედიცინო ობიექტი, რომელიც ვირუსულ ინფექციებთნა დაკავშირებით მოსახლეოაბს პირველად დახმარებას გაუწევს.

"დღეისთვის არის 500-ზე მეტი რეაგირების გარეშე დარჩენილი ზარი, გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობა ინტენსიურად რეკავს. ამიტომ, ჩვენ ავამუშავეთ იგივე პროტოკოლი, რაც შარშან, როგორც იანვარ-თებერვლის თვეში გვქონდა, პროტოკოლი გულისხმობს, რომ ტრიაჟი მოხდება 112-ში იმ ზარებზე, რომლებზეც უნდა მოხდეს დროული რეაგირება. შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანა იქნება, რომ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები გავიდნენ ამ ტრიაჟის პროტოკოლიდან გამომდინარე ყველაზე ურგენტულ შემთხვევებში. დანარჩენი ზარები გადანაწილდება იმ საოჯახო ცენტრებში, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ 24 საათიან რეჟიმში. ამ 4 კლინიკას, მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს და ისინი მდებარეობს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებული საოჯახი მედიცინის ცენტრი, მედკაპიტალის საოჯახი ცენტრები, ისნის, სამგორის, გლდანის და საბურთალოს რაიონებში", - განაცხადა ბერძულმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics