|
2016-12-13 17:11:17, 1011 ნახვა
საზოგადოება
სასწავლო დაწესებულებები, სადაც გრიპის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, 3 დღით დაიკეტება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 14 დეკემბრიდან, ის სასწავლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, 3 დღით დაიკეტება, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ გრიპის ვირუსის გამო კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაიწყო. დავით სერგეენკომ მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართა.. „დღის საათებში მიმართეთ ოჯახის ექიმს და არა - სასწრაფოს, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან, თუ არ იქნება აუცილებლობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, ხელების სისუფთავეს, რადგანაც ხელების ხშირი დაბანა არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი გრიპის ვირუსის გადაცემისაკენ“, -აღნიშნა სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრა მოსახლეობას ურჩია, რომ გრიპის სიმპტომების დროს ოჯახის ექიმს რაც შეიძლება მალე მიმართონ. „ოჯახის ექიმის კომპეტენციაში შედის გრიპის ვირუსის მკურნალობა, ამიტომ სიმპტომების დროს მიმართეთ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რაც შეეხება სიმპტომებს ესენია, მაღალი სიცხე, ძლიერი საერთო სისუსტე და თავის და სახსრების ტკივილი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)