|
2016-12-13 09:19:46, 884 ნახვა
საზოგადოება
კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ სანიტარული ჭრა განხორციელდა
თბილისის შემოგარენში სანიტარული ჭრა გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისი-შინდისის გზის გასწვრივ, ფიჭვნარ კორომებში მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა სანიტარული ჭრის ღონისძიებები განახორციელა, რაც საღი მცენარეების დაავადების პრევენციული ღონისძიებაა და ქალაქის მასშტაბით მწვანე საფარის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 3700 გამხმარი ფიჭვი იყო მონიშნული. მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 55 ათასი გამხმარი ხე მოინიშნა, რაც წლის ბოლომდე უნდა მოიჭრას. 2013-2015 წლებში ევროპიდან მოწვეული ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად თბილისის შემოგარენის ფიტო-სანიტარულ მდგომარეობას გაეცნენ და ხმობის გამომწვევი მიზეზები დაადგინეს. მსგავსი მასშტაბის სანიტარული ჭრები თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე ათეული წელიწადია არ განხორციელებულა.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)