|
2016-12-12 09:50:42, 1924 ნახვა
საზოგადოება
IFC და EBRD კომპანია „ავერსი ფარმას“, საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაფართოებაში ეხმარებიან
კომპანია „ავერსი ფარმა“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახალ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ღონისძიება 12 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, ალ ყაზბეგის გამზ. 16-ში გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, IFC-ის რეგიონული მენეჯერი კავკასიაში იან ვან ბილსენი და EBRD-ის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა. კომპანია ავერსი 22 წელია არსებობს ბაზარზე და ერთ–ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის სააფთიაქო ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 232 აფთიაქით, კლინიკათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 25 ფილიალით და მფლობელია ISO 15189 სერთიფიკატის და მსოფლიო დონის ფარმაცევტულ წარმოება ავერსი–რაციონალი, რომელიც ასევე მფლობელია ევროპული GMP, ამერიკული FDA და ISO- საერთაშორისო სერთიფიკატების, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ პოლიპროფილურ საავადმყოფოს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისისა და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა და ჰოსპიტალურიქსელი ,,მედალფა“, რომელიც აერთიანებსოთხმრავალპროფილურსაავადმყოფოსდაორპოლიკლინიკას: ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურის კლინიკა და თბილისის კლინიკა. მთლიანობაში კომპანია ავერსი წარმოადგენს ყველაზე მსხვილ კომპანიას საქართველოში, სადაც დასაქმებულია 8000-ზე მეტი ადამიანი. (R)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)