01:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 17:15:26, 1028 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა

5-9 დეკემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.   

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა  შეხვედრები გამართა მსოფლიო ბანკის, აშშ-ის კონგრესის აგრარული კომიტეტის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა  საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სოფლის მეურნეობის სფეროში  თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა აშშ-ის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები გააცნო.  მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტების შედეგად  მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ:  სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე, შემუშავებულ „მიწის მომხმარებელთა ასოციაციის“ (Land Users Association) კანონპროექტზე, ქვეყანაში აღდგენილ და რეაბილიტირებულ სამელიორაციო სისტემებზე,   უკვე ამოქმედებულ  მცირე და საშუალო საწარმოებზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებაზე და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს  საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მუშაობა გააგრძელოს  მიწის ადმინისტრირების, სარწყავი სისტემების გაუმჯობესების,  მოსახელობისთვის  მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სტრატეგიით გათვალისწინებული სხვა პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით.  მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ღირებულების აგრარული პროდუქტების (High Value Products) წარმოება და ექსპორტი.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი  Cultivating New Frontiers in Agriculture-ს (CNFA) ხელმძღვანელებს შეხვდა და  ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში, 7 დეკემბერს, ლევან დავითაშვილი დაესწრო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ მე-19 ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც განიხილებოდა საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი, ასევე ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics