00:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:58:32, 1202 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპი იწყება

საქართველოს პრემეირ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმების მეორე ტალღა იწყება.

კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე  ჯანდაცვის მინისტრს დავით თხოვნით მიმართა, პაციენტებისთვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლოს კლინიკების მენეჯმენტთან, რათა  კლინიკური აუდიტის ფორმით, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეისწავლონ:

„გასული წლების განმავლობაში ჩვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით, რათა ჩვენი მოქალაქეებისათვის უზრუნველგვეყო ის მომსახურებები, რომლებსაც ისინი დღეს ღებულობენ. ეს იყო უდიდესი შეღავათი და წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს არაერთი ქვეყანა სწავლობს ჩვენს მაგალითზე. დღეს ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, პრიორიტეტებად უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ხარისხზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი. ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე ახალი ეტაპის რეფორმები, რომლის განხორციელებაც საჭიროებს უფრო პროაქტიულ ჩართულობას ჩვენი მოქალქეების მოსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,ამიტომ მინდა ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, რომ აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებები, ასევე სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთვაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics