|
2016-12-08 15:13:49, 1510 ნახვა
საზოგადოება
"ექსპო ჯორჯია"-ში დღეს „თბილისის ჯანდაცვის ფორუმი“ გაიხსნა
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, „თბილისის ჯანდაცვის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში ფორუმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. გამოფენაზე ფარმაკოლოგია, სამედიცინო ტექნოლოგია, აღჭურვილობა, ლაბორატორია, დიაგნოსტიკა, საავადმყოფოები, სამედიცინო დაწესებულებები, სტომატოლოგიური მედიცინა, ტექნიკა, პრეპარატები და ესთეტიკური მედიცინაა წარმოდგენილი. „თბილისის ჯანდაცვის ფორუმზე“ წლის შემაჯამებელი სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციების სერია მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის კონფერენცია და ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი გაიმართება, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერების სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომები და სტომატოლოგიური ინოვაციები იქნება წარმოდგენილი. „თბილისის ჯანდაცვის ფორუმში“ წელს მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 62 კომპანია მონაწილეობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 10 დეკემბერს დაიხურება. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)