|
2016-12-08 14:36:08, 1392 ნახვა
საზოგადოება
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმს აწყობს
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინიტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმს აწყობს. ფორუმი „ექსპო-ჯორჯიას“ მესამე პავილიონში (ქ.თბილისი,ა.წერეთლის გამზ N118) დილის 10:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი, რომლებიც აქტიურ ვაკანსიებს წარმოადგენენ. სამუშაოს მაძიებლებს ფორუმზე შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, გააცნონ თავისი CV, სამუშაო გამოცდილება, უნარ-ჩვევები და მიიღონ ინფორმაცია შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ. კომპანიებს ვაკანსიები ექნებათ ძირითადად, მომსახურების და წარმოების სფეროდან. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ პირებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად სოციალური მომსახურების სააგენტოს საიტის მეშვეობით. www.ssa.gov.ge-ზე განთავსებული სპეციალური ბანერის მეშვეობით შესაძლებელია worknet.gov.ge-ს შესაბამის ბმულზე გადასვლა და რეგისტრაცია. ვისაც ონლაინ- რეგისტრაციაზე არ მიუწვდება ხელი, შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოს ახლომდებარე ტერიტორიულ ერთეულს მიმართოს, სადაც რეგისტრაციაში დაეხმარებიან.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)