23:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 15:03:59, 1223 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ნიჩბურა“ სოკოს წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა. 

 კოოპერატივის თავმჯდომარის, გიორგი ლომოურის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  სოკოს წარმოებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. 

სოკოს ბრიკეტიდან მოყვანის ტექნოლოგია მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან და პროდუქტის მოკრეფა, შეფუთვა, შენახვა სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ე.წ. „კალმახა სოკოს“ სარეალიზაციო არეალი ადგილობრივი ბაზარია. 

კოოპერატივში 6 მეპაიეა გაერთიანებული.

 საწარმოს განვითარებისთვის  მოზიდული ინვესტიცია 48 000 ევროს შეადგენს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის  თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, რაც სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, ადგილობრივი პროდუქციის  წარმოების წახალისებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას განაპირობებს.   

ცნობისთვის, საწარმო სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დაფინანსებითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  მხარდაჭერით გაიხსნა.

დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 87 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics