|
2016-12-07 12:41:10, 1188 ნახვა
საზოგადოება
ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკები გადამზადდნენ
ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკები გადამზადდნენ. ტრენინგების დახურვის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ადეკვატური და ეფექტიანი დახმარების მიზნით, ტრენერებმა სპეციალური სწავლება გაიარეს. გადამზადება 15 ტრენინგისგან შედგებოდა. სასწავლო კურსში 247 სოციალური მუშაკი საქართველოს ყველა რეგიონიდან იყო ჩართული. დახურვის ცერემონიაზე სოციალურ მუშაკებს სიტყვით USAID–ის მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამუნა ბარკალაიამ მიმართეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სოციალურ მუშაკებს სერთიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსის მიმდინარეობისას ყურადღება ოჯახში ძალადობის ფენომენზე, ოჯახში ძალადობის ფორმებსა და შედეგებზე, მსხვერპლისა და მოძალადის თავისებურებებზე, სოციალური მუშაკის როლსა და ჩარევების სპეციფიკაზე, მსხვერპლის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებასა და ოჯახში ძალადობის რეაგირებაზე გამახვილდა. ტრენერებმა სოციალურ მუშაკებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს და ეფექტიანი რეაგირებისთვის ქართული რეალობის კონტექსტში განიხილეს. ტრენინგები ოჯახში ძალადობის ასპექტებზე სოციალური მუშაკების ცნობიერების გაზრდას ემსახურება. ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა USAID–ის დაფინანსებით განახორციელა. ტრენინგები 19 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)