22:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 15:00:58, 890 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გალაქტიონ ბუაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

„გალაქტიონ ბუაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 30 ნოემბრის #480  ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

გალაქტიონ ბუაძე 2013-2016 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ ფინანსურ დირექტორად. სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები  საქართველოს სამრეწველო ჯგუფში,  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიაში. მუნიციპალური განვითარების ფონდში, მან  ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა.  თავად ბურჭულაძე ¬ აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics