|
2016-11-25 17:38:00, 685 ნახვა
საზოგადოება
ფედერიკა მოგერინი: ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოქმედება მამაკაცებმა უნდა დაიწყონ
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღვნიშვნით ჩვენი საზოგადოების მარცხს ვაღიარებთ ხოლმე. მთელს მსოფლიოში ქალები და გოგონები არიან ძალადობის სამიზნე – ეს ხდება ოჯახში, სამსახურში და საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით არც ევროკავშია გამონაკლისი, პირიქით, გამოიკვეთ ძალზე შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც სრულიად საპირისპიროა შედეგისა, რაც მიღწეული გვეგონა. ქალები უდიდეს ტკივილს განიცდიან და ძალიან ხშირად ამ ტკივილთან გამკლავება მარტო უწევთ. ქალთა მიმართ ძალადობა მთელი საზოგადოების მიმართ ძალადობის ტოლფასია, ამიტომ მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და ეს მოქმედება მამაკაცებმა უნდა დაიწყონ. ჩვენ, პოლიტიკის შემქმნელებს, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქალების დაცვაში და საზოგადოების გათვითცნობიერებულობის გაზრდაში: ევროკავშირი მთელს მსოფლიოში ახორციელებს სპეციალური პროექტებს, რომელთა ნაწილი 2016–2020 წლების ევროკავშირის გენდერული სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული. მაგალითად, ვეხმარებით ახალგაზრდა გოგონებს, უარი თქვან იძულებით გათხოვებაზე, ვმუშაობთ ოჯახებთან და ადგილობრივ ლიდერებთან, რომლებიც ქალების წინდაცვეთის წინააღმდეგ გამოდიაგა. ვეხმარებით იმ გზავნილის გავრცელებაში, რომ ქალზე ძალადობა მამაკაცის სისუსტეა და არა მისი სიძლიერე. ეს ბრძოლა პირველ რიგში კულტურული ბრძოლაა, რომელიც ყველაფერს მოიცავს და მედისა ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აისრია. თვითკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ გვაქვს. როდესაც გენდერული ნიშნით ძალადობას ეხება და ერთადერთი სიტყვა, რომელიც ამ ქმედების ჩამდენს შეესაბამება არის ,,დამნაშავე.“ დემნაშავეა ის, ვინც გოგონებს და ქალებს ართმევს სწავლის, მუშაობის, პარტნიორის არჩევის თუ მიტოვების უფლებას. დამნაშავეა ის, ვინც მათ თავისუფლებას ართმევს", - აღნიშნულია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)