|
2016-11-25 15:15:28, 662 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის ინსტიტუციური მხარდაჭერისთვის სემინარი გაიმართა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ევროკავშირის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის ინსტიტუციური მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სემინარი გაიმართა. სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, მთავრობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. „სოფლის განვითარება სოფლად მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირის, FAO-სა და UNDP-ის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს სოფლის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც დასკვნით ფაზაშია და ახლო მომავალში დამტკიცდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება სოფლის განვითარების მიმართულებით და შევიმუშაოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას“, -განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ. FAO-ს წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს სოფლის განვითარების მიმართულებით უნგრეთის გამოცდილება გააცნეს. FAO-ს სოფლის განვითარების ოფიცერმა, ანეტა ზილაგიმ სოფლის განვითარების ერთ-ერთ მიდგომაზე - LEADER ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებზე დაყრდნობით განსაზღვრავს რეგიონის პრიორიტეტებსა და სოფლის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს. „FAO-ს საქართველოში ჩამოაქვს სოფლის განვითარების საერთაშორისო ექსპერტიზა, რათა ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და დანერგვა“, - აღნიშნა ანეტა ზილაგიმ. სემინარი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც FAO და UNDP სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდასაჭერად 2015 წლიდან ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სოფლის განვითარების სტრატეგია და მოხდა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება. FAO-ს ექსპერტების მიერ მომზადდა სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა სოფლის განვითარების სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი. ამ ეტაპზე, დოკუმენტის შემუშავება დასკვნით ფაზაშია და ახლო მომავალში საბოლოო სახით დამტკიცდება. „სოფლის განვითარება კომპლექსური სფეროა, რომელიც უშუალოდ ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დასაქმება, ბიზნესის განვითარება, სერვისების ხელმისაწვდომობა, განათლება, სოციალური დახმარება, გარემოსდაცვითი რისკებისა და ბუნებრივი რესურსების მართვა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოს, შეიმუშავოს სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ეროვნული და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებში“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში გიორგი ნანობაშვილმა. ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ალვარო ორტეგამ სემინარზე სოფლის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის პროცესის მხარდაჭერას რეგიონში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)