|
2016-11-25 12:46:18, 641 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამოს დაესწრო
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში „მუზა“ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა(გია) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა, სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. კონცერტში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“, ზვიად ბოლქვაძე, დიმიტრი ჯაიანი, ელდარ გეწაძე, ელდინო საღარაძე და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი 10 წლის წინ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)