|
2016-11-25 11:31:12, 559 ნახვა
საზოგადოება
გია შარვაშიძე: ბუნებრივია, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ავტონომია, თუმცა პროტესტის ფორმა ნამდვილად არ მომწონს
„აუდიტორია 115“-ის პოზიციას, რომ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ავტონომია, ვეთანხმები, თუმცა პროტესტის ფორმა ნამდვილად არ მომწონს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გია შარვაშიძემ განუცხადა. როგორც შარვაშიძემ აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ პრივილეგირებული ჯგუფები აღარ იყოს. „25 ნოემბერს რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ყველამ კარგად იცოდა. რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ეს მიუღებელია. კანონდებლობაზე პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება რომ კანონდებლობა გაუმჯობესდეს. მე ვვარაუდობ, რომ ავტონომიის პრინციპის გაზრდით უნდა მოხდეს კანონდებლობის გაუმჯობესება. იმედი მაქვს, რომ თავად სტუდენტები შეძლებენ, განსაზღვრონ როგორი მოწყობა უნდათ. იმისთვის, რომ პრივილეგირებული ჯგუფები აღარ იყოს, ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში, მათ შორის თანხებთან მიმართებაშიც. Facebook-ის გვერდზე, ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი და ყველას აქვს საშუალება, მის გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანოს. რაც შეეხება „აუდიტორია 115“-ის მიერ დაგეგმილ აქციას, გია შარვაშიძის თქმით, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. „ვიმოქმედებთ კანონის შესებამისად“,- განაცხადა რექტორმა. ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)