19:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 23:20:07, 788 ნახვა

პოლიტიკა
ეკა მიშველაძე: პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს მედიაპლურალიზმი

პრეზიდენტის და ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მედიაპლურალიზმი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქართულ მედიასივრცეში "უცნაური რაღაცეები ხდება". მისივე მტკიცებით, მედიაში არსებული მდგომარეობის, მათ შორის რუსთავი2-ის თემაზე საქართველოს პრეზიდენტს ყველა ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრაზე უწევს კითხვებზე პასუხების გაცემა. 

"პრეზიდენტის და ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მედიაპლურალიზმი. აუცილებელია, არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. არსებულ კითხვებს პასუხები ღია ფორმატში უნდა გაეცეს. ჩვენ ვიცით, როგორ სრულდება მედიასთან ასეთი ცუდი თამაშები. ეს ნანახი გვაქვს," - განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics