19:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 12:46:11, 638 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ გაიხსნა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ კონფერენცია- „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ გაიხსნა.

კონფერენცია საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ინიციატივების ფარგლებში იმართება, რაც ყოველწლიურად მაღალი დონის, ერთობლივი კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს.

ღონისძიების მიზანი საქართველოს ეროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობაა.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროაკვშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული სექტორული თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტების განხილვას.

ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ბაქრაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, გამომსვლელთა შორის იყვნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი ლაშა ტუღუში.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)  საქართველოში, ევროკავშირი და შვედეთის მთავრობა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics