|
2016-11-21 17:17:14, 706 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა
დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს, უკრაინასა და ესტონეთს ეწვევიან, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. როგორც მედია საშუალება სტატიაში აღნიშნავს, სენატორები საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში ვიზიტისას დაადასტურებენ აშშ-ის განზრახვას, შეეწინააღმდეგონ რუსეთის აგრესიას. ცნობისთვის, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. როგორც Washington Post-ი წერს, იანვრიდან სენატორები ასევე მოსმენების სერიას გამართავენ, რა დროსაც განხილული იქნება მსოფლიოში რუსეთის აგრესია. აღსანიშნავია, რომ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვას” შესაძლოა, კონგრესმა შეუშალოს ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)