17:54 - 03 May, 2026
|
2016-11-18 21:51:53, 1093 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის გენერალური პროკურორი სააკაშვილის ქართული მხარისთვის შესაძლო გადაცემას უარყოფს
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცეს, უარყოფს. „ეს არ არის სიმართლე. უკრაინა თავის მოქალაქეებს არ გადასცემს“, - განაცხადა იური ლუცენკომ კიევში, პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შესაძლოა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადასცეს. „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ, ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)