06:20 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 19:12:02, 576 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმამკულიევს ახალგაზრდების მობილიზება აქვს განზრახული

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმამკულიევს აქვს განზრახული ახალგაზრდების მობილიზება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აკმამედ იმამკულიევს მარნეულის ოლქში პროცესის ხელოვნურად ჩაშლა სურს.

„მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმამკულიევს აქვს განზრახული ახალგაზრდების მობილკიზება, იმისთვის, რომ ხელოვნურად ჩაშალოს რამდენიმე უბანი მარნეულის ოქლში. აქ საუბარია ყიზილაჯლოს უბანზე და ასევე საუბარია ქალაქ მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა ამ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს ჩართული ასეთ პროვოკაციებში, რომ თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამი რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა მხარდამჭერებს მოუწოდა პროვოკაციებს თავი აარიდონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics