06:20 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 19:02:12, 630 ნახვა

პოლიტიკა
17:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ მცხეთაში, ყველაზე დაბალი კი გორში ფიქსირდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 767907 ამომრჩეველია.

რაც შეეხება ოლქების მიხედვით აქტივობას,  საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი კვლავ 37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 51.6% შეადგინა.

ასევე,  50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 44-ე მაჟორიტარული ოლქის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 46.7% შეადგინა.

60-ე მაჟორიტარული ოლქის  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე (45.7%).

17 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებლი დაფიქსირდა 41-ე მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო-საარჩევნო  კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე- 17.7% და ასევე თბილისში, მე-9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც მოცემული დროისათვის გამოცხადდა ამომრჩეველთა 21.4%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics