05:26 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 11:57:25, 674 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო პროცედურულ ხარვეზებზე საუბრობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე  საჩივარი დაიწერა.

„ უბნის 2-მა წევრმა, ერთმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, ხოლო მეორემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, უარი განაცხადა წილისყრით ფუნქციათა გადანაწილებაში მონაწილეობის მიღებაზე, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი“,-განმარტა  ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება. ასევე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც ტარდება. გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები იმართება, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები.

არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics