05:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 11:30:59, 661 ნახვა

პოლიტიკა
ვარშალომიძე: მეორე ტურს აჭარაში რეალობის შეცვლა შეუძლია

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" პირველი ნომერის ლევან ვარშალომიძეს განცხადებით, ქობულეთში ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მარკირებიანი ადამიანი ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა.

ვარშალომიძის თქმით, უბნებზე უკვე უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.

"ქობულეთში იყო ორი შემთხვევა, სადაც მარკირებიანი ადამიანი მეორედ ცდილობდა ხმის მიცემას. არის შემთხვევები, როცა "ქართული ოცნების" აგიტაცია პირდაპირ უბანზე მიმდინარეობს. რამდენიმე ადგილზე, უბნის თავმჯდომარის მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოვლინდა "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის მიმართ", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"მეორე ტურს აჭარაში რეალობის შეცვლა შეუძლია", - აღნიშნა ვარშალომიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა საარჩევნო უბანზე თავის ხმა უკვე დააფიქსირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics