05:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 10:13:53, 1275 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 18 ნოემბრამდე შეაჯამებს

ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 18 ნოემბრამდე შეაჯამებს.

როგორც ცესკო-ს კანონმდებლობაშია აღნიშნული, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა კომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და შესაბამის ოქმს შეადგენს. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან მე-20 დღემდე უნდა გაიმართოს, რაც ნიშნავს, რომ ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომას 19 ნოემბერს გამართავს.

ცნობისთვის, პირველი სხდომის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ პირველ სხდომაზე ახალარჩეული პარლამენტი თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერს ირჩევს. გარდა ამისა, პარლამენტი კომიტეტებს აკომპლექტებს და მათ თავმჯდომარეებს ირჩევს.

ამის შემდეგ, მოქმედი პრემიერ მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან. ახალარჩეული პალრამენტი 5 დღის ვადაში ქვეყნის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტს შეარჩევს და პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგენს. ახალარჩეული პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა მინისტრებს კენჭს უყრის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics