|
2016-10-30 09:06:11, 673 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდის მე-18 უბანზე გუშინ ინციდენტი მოხდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინ მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით საღამოს 7:20 წუთზე, სამი პირი მივიდა. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს, როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და საარჩევნო უბანზე მაშინ შევიდნენ, როცა უბანი მასალებთან ერთად დაკეტილი იყო: „მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, სხვადასხვა უჯრების გახსნა, სადაც ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია. მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გადაიღეს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს და პირად მონაცემებს. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეიჯები, დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო-საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ასევე მისული იყო უბნის თავჯდომარე. შეტყობინება შევიდა 112-ზე და გამოძახებული იყო შესაბამისად პოლიცია“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. აღნიშნულ ფაქტზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება თავად დამკვირვებლებს და პარტიის წარმომადგენლებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ცესკო მათ ვინაობას არ ასაჯაროვებს. მთაწმინდის მე-18 უბანზე არჩევნები ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)