01:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 20:46:59, 810 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდსა და მარნეულში მიმდინარე განმეორებით კენჭისყრაზე 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 766-მა, რაც ამომრჩეველთა 53.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ზუგდიდის 38-ე საარჩევნო უბანს, აქ რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 461-მა, რაც 40.3%-ია. ზუგდიდის 79-ე უბანზე კი რეგისტრირებული 925 ამომრჩევლიდან უბნებზე გამოცხადდა 567, რაც 61.3%-ია. ხოლო, ზუგდიდის 108-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 774 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 440-მა, რაც ამომრჩეველთა 56.8%-ს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics