|
2016-10-21 14:55:32, 769 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოში მიმდინარე პროცესებში ეუთოს როლის და ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ქვეყანაში არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების საკითხები და ასევე ჟენევის ფომრატის მიმდინარეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)