|
2016-10-10 20:35:01, 731 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანმა მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მიულოცა მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარება. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელს საარჩევნო პროცესს და უერთდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის(OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იანოშ ჰერმანს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიც სტაბილურ გარემოში და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)