|
2016-10-10 17:06:52, 691 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს
პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "თავისუფალ დემოკრატებში" არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიმპატიას იმსახურებენ. "ზოგადი სახით ადრეც განვაცხადე, რომ არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ გარკვეულ სიმპატიებს და თანამშრომლობას. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას, თუმცა ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი",-აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა საარჩევნო პერიოდში, რის გამოც პარტიას ბარიერის გადალახვა გაუჭირდა. "კონკრეტიკისგან თავს შევიკავებდი, რადგან სხვა დღის წესრიგი გვაქვს დღეს. არჩევნები დასრულებულია, ვემზადებით, რომ შევუდგეთ მუშაობას პოსტსაარჩევნო პერიოდის შემდეგ. ეს არის ჩვენი დრის წესრიგი. საბოლოო კომენტარებს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, ზუსტად რა ხდება "თავისუფალ დემოკრატებში", - აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)