17:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 14:36:51, 877 ნახვა

პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: არჩევნები შედგა, თუმცა მას სერიოზული დარღვევები ახლდა

„მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა, თუმცა მას გარკვეული, სერიოზული დარღვევები  ახლდა“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში კორნელი კაკაჩიამ განუცხადა.

მისი შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნები 2012 წლის არჩევნებთან შედარებით უკეთესი არ ყოფილა.

„მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები როგორც ასეთი შედგა, თუმცა მას  გარკვეული, სერიოზული  დარღვევები ახლდა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. ეს აღნიშნეს როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. მთლიანად თუ შევადარებთ 2012 წლის  და  8 ოქტომბრის არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ  უკეთესობის მოლოდინი იყო, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.  განსაკუთრებით თუ გადავხედავთ იმ დარღვევების რაოდენობას, რომელიც ბოლო დღეს იყო.  ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში დიდი გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე. თუმცა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან  მოლოდინი იყო, რომ არჩევნები უფრო მშვიდად ჩაივლიდა და ნაკლები დარღვევა იქნებოდა. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა, გარკვეული დარღვევებით, მომხდარმა კი, გარკვეული როლი იქონია“,-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში 3 პარტია შედის.  „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48.6% მიიღო, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27.14%,  „პატრიოტთა ალიანსმა“ კი, 5%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics