16:22 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 12:40:10, 851 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში არჩევნების მეორე ტური 18 საარჩევნო ოლქში გაიმართება

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტური 18 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

4 საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში გაიმარჯვა.

კერძოდ, #3 ოლქში (ვაკის რაიონი) „ოცნების“ კანდიდატ ზაზა ხუციშვილს ამომარჩეველთა 50.41%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე 19.39%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილია, მესამეზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი გია ნუცუბიძე - 7.79%.

#4 ოლქში (საბურთალოს რაიონი) „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა მდინარაძეს 51.7%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს 20.85%-მა, მესამე ადგილზე კი, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი გავიდა - 8.14%-ით.

#5 ოლქში (საბურთალოს რაიონი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 51.43% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი როინიშვილმა 18.89%, მესამე ადგილი კი, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დავით ონოფრიშვილია - 10.04%.

#14 ოლქში(ჩუღურეთის რაიონი) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ვოლსკის ამომრჩეველთა 57.23%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე ხმათა 23.62%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჩოლოყაშვილი გავიდა, ხოლო მესამეზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დავით ამაშუკელი 6.09%-ით.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 49 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს არაუგვიანეს 25-ე დღისა.  შესაბამისად, მეორე ტური 2 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics