16:22 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 19:45:05, 724 ნახვა

პოლიტიკა
მედიის პროფესიული კავშირი ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს

საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი  საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ქუთაისში ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს.

"ქუთაისში, კერძოდ ავანგარდის დასახლებაში ერთ ერთ საარჩევნო უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იბერიისა“ და „GDS“ გადამღებ ჯგუფებს. დაზიანებულია ორივე ტელეკომპანიის კუთვნილი კამერა.
როგორც დაზარალებულები გვატყობინებენ მათთვის უცნობია შემთხვევაში მონაწილე პირების ვინაობა და ინციდენტის მოტივი.
მედიის პროფესიული კავშირი გმობს მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას და თხოვნით მიმართავს ძალოვან უწყებებს დროულად მოხდეს ფაქტზე რეაგირება. აქვე მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ მედიაში დასაქმებულებს და მათ თავისუფლად მუშაობის საშუალება არ შეუზღუდონ!"-ნათქვამია მედიის პროფესიული კავშირის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics