2016-10-08 10:00:41, 674 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ხმა მივეცი უკეთეს მომავალს
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ხმა გორში 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
ალასანიას თქმით, მან ხმა უკეთეს საქართველოს მისცა.
"დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს მინდა მშვიდობა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელი საარჩევნო დღე მშვიდობით ჩაივლის. ხმა მივეცი უკეთეს მომავალს, უკეთეს ეკონომიკას, უკეთეს სასამართლოს, დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, მომავალი 4 წლის განმავლობაში გვყავდეს ღირსეული ხალხი პარლამენტში,"- აღნიშნა ალასანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან