|
2016-10-08 09:42:02, 618 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს მივეცი ხმა
„ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს მივეცი ხმა“,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ყველამ ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე. „ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი მეტი თავისუფლებისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. საქართველოში, სადაც ქვეყანას ეყოლება პარლამენტი, რომელიც დებატების საშუალებას გააჩენს, პარლამენტი, სადაც იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი, პარლამენტი, სადაც დეპუტატებს არასდროს ექნებათ კვორუმის შეკრების პრობლემა. ჩვენ ხმა მივეცით ისეთ საქართველოს რომლისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით, ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს“,-განაცხადა ხიდაშელმა. მანვე სთხოვა და მოუწოდა ამომრჩეველს, რომ არ დაიზარონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)