|
2016-10-07 16:38:08, 713 ნახვა
პოლიტიკა
მიქელაძე: სააკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული ოქმის შედგენა, საქართველოში არყოფნის გამო ვერ ხერხდება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უნდა შედგეს პიროვნების შესახებ, რომელიც იმყოფება უშუალოდ ქვეყანაში. თუკი ის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას არანაირი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსმდივანმა ანა მიქელაძემ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ რეაგირებს ცესკო მიხეილ სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე, მიქელაძემ აღნიშნა, რომ მას ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაავალდებულებს სახდელის გადახდას. "თუ პირი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას არანაირი აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაავალდებულებს მას ამ სახდელის გადახდას ან სანქციის შესრულებას",- აღნიშნა მიქელაძემ. როგორც ცესკო-ს პრესმდივანმა განმარტა, საარჩევნო კანონმდებლობაში სწორედ ეს მუხლი გახდა იმის საფუძველი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინა იმ ტიპის რეაგირება რა ტიპის რეაგირებაზეც აქვთ საუბარი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამასთან მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საკითხზე დამატებით იმსჯელებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)