|
2016-10-07 16:31:12, 642 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ხვალ თითოეული ჩვენგანი მოქალაქეობრივი აზროვნების ტესტს ვაბარებთ
მცხეთის საარჩევნო შტაბში დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგი გამართა და თავის მამორჩეველს წინასაარჩევნოდ მიმართა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დღეს ისევე როგორც 2012 წელს , კვლავ ისტორიული არჩევანის წინაშე დგას მოსახლეობა. „არჩევნებამდე დარჩა ერთი დღე და მსურს სწორედ საარჩევნო კამპანიის მიწურულს მივმართო ჩემს ამომრჩეველს, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის რაიონის მოსახლეობას მცხეთაში საარჩევნო კამპანია მთელი ამ ხნის მანძილზე დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ხელისუფლების სურვილია, რომ ხვალ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ამისათვის სრულ მზადყოფნაშია მცხეთის საარჩევნო შტაბიც. ჩვენი მხრიდან წესრიგი და კანონმორჩილება როგორც ყოველთვის, გარდაუვალია. დღეს, ისევე როგორც 2012 წელს, კვლავ ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ან ვაგრძელებთ წინსვლას კეთილდღეობისთვის, ან არადა ვბრუნდებით წარსულში. იმ წარსულში, რომლის გახსენებაც თითოეული ჩვენგანისთვის მხოლოდ ტკივილის მომგვრელია. საქართველო და მათ შორის მცხეთაც, ჩვენ ვიხსენით ძალადობისგან, კორუფციისგან, ადამიანების ჩაგვრისგან. მე მჯერა, რომ თითოეული მცხეთელი ხვალ, საარჩევნო ყუთებთან კარგად გაიაზრებს ამას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. მსურს მადლობა გადავუხადო ათასობით ადამიანს, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩემთან შესახვედრად გამოვიდა. იმათაც, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ მათი პოზიცია ჩემთვის ცნობილია. შევეცადე, თითოეული მათგანისთვის ჩემი ხმა მიმეწვდინა. გპიდებით, რომ მომავალ 4 წელიწადში ისევე შევასრულებ ჩემს სიტყვას, როგორც გასულ პრიოდში. რაც შეეხება წისასაარჩევნო დღეს მცხეთაში, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები ცდილობენ ხალხის მოსყიდვას ფულით. შესაბამისი ორგანოები როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე დგანან და მჯერა, რომ ოპონენტების მცდელობა, ფულით იყიდონ ხალხის ხმები, ფუჭად ჩაივლის. ბოლოს, მივმართავ როგორც ჩემს ამომრჩეველს, ასევე ოპონენტებს. ხვალ თითოეული ჩვენგანი ვაბარებთ ტესტს მოქალაქობრივი აზროვნების. ჩვენი ცხოვრება ხვალინდელი დღით არ სრულდება, ჩვენი ცხოვრება ხვალინდელი დღით იცვლება. გპირდებით, რომ ეს იქნება მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)